ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს 10 საუკუნიდან ავლენს. 12 ს-ის 2 ნახევარსა და 13 ს-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა უკავშირდება ოპიზელ ოსტატებს - ბექა და ბეშქენ ოპიზრებს. მათი ნამუშევრები ნათლად მეტყველებს მათ ოსტატობაზე.
ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟმად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
როგორც ცნობილია ბექას მოუჭედია ანჩის სახარების ყდაც, რომელიც დღეისათვის დაკარგულია.
ბექა ოპიზარმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩუქურთმის მხატვრული დანიშნულება, ადამიანის ფიგურისა და ჩუქურთმის მხატვრული ურთიერთობა.
წყაროსთვის სახარება ბექას ადრეული ნამუშევარია. სახარების ყდა ორი მოოქროვილი ვერცხლის ფირფიტისაგან შედგება. ერთ მათგანზე გამოსახულია ჯვარცმა, ზურგზე კი - ვედრება.
ბექას მეორე ნამუშევარია ანჩისხატის მაცხოვრის ხატის მოჭედილობა. ბექას ხატის ჩარჩო მოუჭედავს ანჩელი ეპისკოპოსის, იოანე რკინაელის დაკვეთით და თამარ მეფის სახსრებით.
ხატის ჩარჩო განიერია და შეიცავს ფიგურალურ გამოსახულებებს. ფიგურები მაღალი რელიეფითაა წარმოდგენილი, ფონად ხალიჩისებური ორნამენტია გამოყენებული. ანჩისხატის მაცხოვრის ხატის მოჭედილობა შუასაუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
ბეშქენ ოპიზარი ბექას უფროსი თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ნიმუშის, ბერთის სახარების მოჭედილობის მაგალითზეა შესაძლებელი. მისი სხვა ნახელავი შემორჩენილი არ არის. ბეშქენის მიერ შესრულებულ მოჭედილობაში მთვარი ყურადღება ადამიანის რელიეფურ ფიგურას ეთმობა. ბერთის სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში.
ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედებამ შექმნა „ოპიზის სკოლის“ საკუთარი მხატვრული სტილი, რომელიც ერთი მხრივ ეფუძნებოდა ქართული ჭედვითი ხელოვნების ტრადიციებს და მეორე მხრივ საფუძველს უდებდა რელიეფური პლასტიკის განვითარებას.
ჩვენამდე მოლოდ მოღწია ბექა ოპიზრის ორმა ნამუშევარმა - ანჩისხატის ჩარჩოსა და წყაროსთსვის სახარების მოჭედილობამ. წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს ვერცხლის მოჭედილობაზე ვედრების კომპოზიციაა გამოსახული, მეორე მხარეს კი ჯვარცმის.
ბექა ოპიზრის შესრულებული ჩუქურთმები, მაღალ მხატვრული დამუშავებული ფიგურებიმოწობს მის ხელოვნების მაღალ დონეს.
წყაროსთავის ოთხთავი თამარ მეფის დროს,1195 წელსაა გადანუსხული და შემკული.
სახარება გადაიწერა იოვანე ფუკარელის ძის მნათისა და გიორგი სეთაის ძის მიერ.
ხელნაწერს ახლავს გადაწერის და შეკაზმვის ზუსტი თარიღიც, 1195 წელი.
ხელნაწერი გადაწერილია კარგად გამოყვანილ ეტრატზე, კლასიკური ნუსხურით. თითოეული თავის წინ ჩართულია მახარებლის სურათები. ხელნაწერს კამარები და სხვა დეკორატიული სამკაული არ აქვს.
მახარებელთა სახელის მიმანიშნებელი ასომთავრული წარწერები ოქროს სინგურით იწერება. წყაროსთავის ოთხთავი მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელშიც სრულფასოვნად გამოჩნდა სტილის განვითარების ხაზი;
ფორმათა სირბილე, სახეთა წერის მანერა, ოქროზე ამოწერილი მომწვანო და წითელი მონასმები და მოცულობიანი ფორმების შექმნის მცდელობა.
No comments:
Post a Comment