Powered By Blogger

Wednesday, May 25, 2011

ქართული სამოსი (გიზი ნოზაძე|)




ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. magaliTad, ეთნიკური ნორმები და bunebrivi  პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი.
მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამსოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.)  არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს,  ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ..
 
ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდეba  ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემებიT და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებიs mixedviT.
 
დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, aseve dadgenilia tansacmlis formaTa monacvleoba sxvadasxva istoriul epoqaSi. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულიa ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო  დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ iers ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.

ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა.
ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და .. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და .. ოსტატობის მაღალ დონეს.

ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან.

No comments:

Post a Comment